News დაიჯესტი

ზვიად კვაჭანტირაძე: ვერავინ დააჯერებს საზოგადოებას ნარკოტიკებით ვაჭრობას “კრიშები” არ ყავს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,იმედი მაქვს 8 ნარკობარიგის დაკავებით არ დამთავრდება დღეს ჩატარებული ერთდროული სპეცოპერაცია და თუ იგი ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ ამ სპეცოპერაციის ეფექტი და მიზანშეწონილობა საკამათო გახდება ჩემთვისაც.
დღეს ვერავინ დააჯერებს საზოგადოებას, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა/გასაღებას კრიშები არ ყავს. დადგა დრო მათი სახეები გვაჩვენოთ!
ველოდებით სწრაფ გამოძიებას! ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ.”- წერს ზვიად კვაჭანტირაძე


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close