News დაიჯესტი

“ექმების რეკომენდაციით, ის ეთერში აღარ გამოჩნდება” – “პროფილის” პროდიუსერის პირველი კომენტარი

გადაცემა “პროფილის”  ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი კვირიდან „პროფილი“ გაურკვეველი ვადით ეთერს აჩერებს.მიზეზი თოქ-შოუ “პროფილის“ ავტორისა და წამყვანის, მაია ასათიანის ჯანმრთელობის გართულება გახდა.

 “პროფილის” პროდიუსერი ნიკა ხაჩიძე “ნიუპოსტს” ესაუბრა:

“დიდი ხანია მაია თავს ცუდად გრძნობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, ეს მაყურებელს არ ეგრძნო, თუმცა ბოლოს ვერ შეძლო და ექმების რეკომენდაციით, ის ეთერში აღარ გამოჩნდება. „პროფილი“ ეთერში მაშინ დაბრუნდება, როცა ამის საშუალებას მაიას ჯანმრთელობა მოგვცემს. ამ ეტაპზე ზუსტი დროს დასახელება გამიჭირდება. დღეს ეთერში ის გადაცემა გავა, რომელიც უკვე ჩაწერილია“- აცხადებს ხაჩიძე.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close