News დაიჯესტი
საქართველოში აშშ-ის საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

- ნახვები655
- ლაიქები0
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე გაგრძელდება.
“თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა”, – წერია განცხადებაში.
იხ.ვრცლად