News დაიჯესტი
დონალდ ტრამპი: ამერიკამ ბირთვული იარაღის არსენალი უნდა განაახლოს

- ნახვები552
- ლაიქები0
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ბირთვული იარაღის არსენალის განახლების მნიშვნელობაზე საუბრობს.
შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს არასდროს მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენებ. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
“იმედია, დადგება დღე, როცა ქვეყნები დასხდებიან და მასზე საბოლოოდ იტყვიან უარს. სამწუხაროდ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა”, – განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობაზეც ისაუბრა.
“ისინი ჩვენ ინტერესებს, ეკონომიკასა და ღირებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ. მათთან ბრძოლაში ვიცით, რომ სისუსტე კონფლიქტისკენ მიმავალი გზაა, ხოლო ძალა მთავარი მექანიზმია თავდაცვისთვის”, – განაცხადა ტრამპმა.
იხ.ვრცლად