პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა

- ნახვები668
- ლაიქები0
საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს მოაწერა ხელი.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კანონების უმეტესობა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები უკეთ იყოს დაცული.
„მიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომლებიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილბებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის საზედამხეველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან, რაც ასევე აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.