News დაიჯესტი
ავსტრალიამ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება დააკანონა

- ნახვები624
- ლაიქები0
ავსტრალიის ხელისუფლებამ მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში კანონიერი გზით შემოტანილ მარიხუანას კი სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით, Courier Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მწარმოებლებს უკვე საშუალება ექნებათ მარიხუანა შემოიტანონ და შემდგომ ის სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენონ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მარიხუანას შემოტანა შიდა სამედიცინო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ავსტრალიაში მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ოფიციალურად 2016 წლიდანაა დაშვებული.