POSTS დაიჯესტი
“ნებისმიერ მთავრობას განათლების სისტემა ძალადობის ლეგიტიმური შტო ჰგონია”- გიგი თევზაძე
- ნახვები555
- ლაიქები0
“როგორც იქნა მივხვდი, რატომ არ უნდათ საქართველოში, მთავრობებს (სულ ერთია რომელს), განათლების სისტემის განსახელმწიფოება:
გამომდინარე ჩვენში არსებული განათლების სისტემის სტრუქტურიდან და შინაარსიდან, მათ საქართველოს განათლების სისტემა ძალადობის ლეგიტიმური შტო ჰგონიათ.
ჰოდა, აბა სად გაგონილა ძალადობის ლეგიტიმური მონოპოლიის დემონოპოლიზაცია: ჩვენს რეგიონში (ყველაზე ფართო აზრით), ნამდვილად წარმოუდგენელია პოლიციის, უშიშროების, ანდა, სასჯელაღსრულების სისტემის განსახელმწიფოება. პრინციპში, საქართველოს განათლების სისტემასთან მიმართებაში, ალბათ, მართლები არიან.