POSTS დაიჯესტი
“არანაირი ერთმორწმუნე არაა ჩრდილოელი მეზობელი”- ირაკლი ტაბლიაშვილი
- ნახვები459
- ლაიქები0
“მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, მეუფე იაკობის და სხვათა ეს – პროდასავლური განცხადებები არის ჩვეულებრივი და მარტივი “საჭადრაკო სვლები” პარტიაში – “პატრიარქის გამბიტი”, მაინც უნდა მივესალმო კი არა, მოვიწონო ეს ამბავი.
ამავე დროს, მოთმინებით დაველოდო ამ პირთა ქადაგებას ამბიონებიდან (და არა კაპიტოლიუმის ნათელი დერეფნებიდან), საიდანაც მათ უნდა თქვან – შეცდომა იყო 17 მაისი, შეცდომაა “ქართული მარში”, შეცდომაა სწორება რუსეთზე… ქმედება რუსეთის სასარგებლოდ და არანაირი ერთმორწმუნე არაა ჩრდილოელი მეზობელი, ის ბოროტია, მაშასადამე, არაქრისტიანული.
და კიდევ, სასურველია, იგივე გზავნილი ჰქონდეს თანამოსაყდრე მეუფე შიოსაც”…
ირაკლი ტაბლიაშვილი