ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

“მე ვიქნები ყველა დაჩაგრულის დამცველი, გიორგი ფოფხაძე სახალხო დამცველის თანამდებობაზე”!

“ფოფხაძემ არაერთი წვლილი შეიტანა საააკაშვილის რეჟიმის დამხობაში და, სხვათა შორის, ციხის კადრების ევროპაში გავრცელებაში სწორედ გიორგი იღებდა მონაიწლეობას”, – განაცხადა გიორგი  ლომიამ,პატრიოტთა ალიანსის წევრმა.

მან ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის მიერ  სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურის დაასახელების შემდეგ გააკეთა.

ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა ამ თანამდებობაზე მხარს ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს, საპარლამენტო უმცირესობა პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ხოლო ენმ-ის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურას ნინო ლომჯარიას მას საზოგადოებაში მიიჩნევენ როგორც ნაციონალური რეჟიმის მხარადმჭერ პერსონას, განსხვავებით  გიორგი ფოფხაძის კანდიდატურისგან რომლის პროფესიული საქმიანობის  წარსულის ანგარიშსზე ირიცხება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და  წვლილი საააკაშვილის რეჟიმის დამხობაში, უმნიშვნელოვანესი წვლილი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის განვითარება -ხელშეწყობის საკითხებში, გიორგი ფოფხაძე ასევე აქტიურად გახლდათ ჩართული  ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში  90 -იან წლებში.

მის კანდიდატურის დასახელებას სოციალურ ქსელში უკვე მოყვა დადებითი შეფასებები და ასევე მხარდამჭერი სტატუსები :

„წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგი ფოფხაძეს. ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. მჯერა გიორგი დაიცავს საქართველოს ყველა  მოქალაქის უფლებებს ყველა ისტანციაში და ყველა დონეზე“,-ვახო ბეგიაშვილი.

„მხარი დაუჭირეთ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას სახალხო დამცველის თანამდებობაზე“, –ბესიკ ტაბატაძე.

„ბევრი გიორგი საქართველოს „-მარიამ ღუჭაშვილი.

„წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამებრძოლს, კოლეგას და მეგობარს გიორგი ფოფხაძეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ღირსეული სახალხო დამცველი იქნება,“-ირმა ინაშვილი.

შეფასებებში ძირითადად სჭარბობს შემდეგი სახის სტატუსები:

მაღალი რანგის ადამიანი და პროფესიონალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი კანდიდატურა საქართველოს მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის არის მისაღები.

ხოლო თავად ჟურნალისტი კი ასე გამოეხმაურა მისი სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენის ფაქტს:

„მადლობა პატრიოტთა ალიანსს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის… მე არ ვიქნები ერთი პარტიის კანდიდატი, მე ვიქნები საქართველოს მოქალაქეების კანდიდატი ყველასი ერთად, დავიცავ მათ უფლებებს ბოლომდე და საჯაროდ. ყველა მაღალ ინსტანციაში და ყველა დონეზე… მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“

მედია პორტალი  „ჯეო დაიჯესტი „ ასევე მხარს უჭერს მის კანდიდატურას როგორც მაღალი პროფესიონალური რანგისა და დემოკრატიული მიდგომების მქონე კანდიდატის.

მოამზადა

რუსა გვაზავა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close