News დაიჯესტი

გერმანიის საელჩოს სამძიმარი ბათუმში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო და მთელი გულით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ წუთებში ჩვენი ფიქრები გარდაცვლილებისა და მათი ახლობლებისკენაა მიმართული. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას და იმედს გამოვქვამთ, რომ ამ ტრაგიკული მოვლენის მიზეზები მალე დადგინდება. ასევე მადლობას ვუხდით იმ მამაც მაშველებს, რომლებმაც იმ ღამეს ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close