News დაიჯესტი

სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი  ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ქაშუეთის ტაძარში, სადაც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ერთჯერადად კომპენსაციის სახით, 100 000 ლარი, ხოლო ყოველთვიურად  1000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწფიო დაფარავს.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზრიზე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

 

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close