ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

მსჯავრდებული არასრულწლოვანები ორგანიზაცია „სვიფტის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში ჩაერთვებიან !

ორგანიზაცია „სვიფტის“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედაგად  შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც  „სვიფტის“  მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში ჩაერთვებიან მსჯავრდებული არასრულწლოვნები, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან პენიტენციალურ დაწესებულებებში.

Swift.Com.Ge სვიფტმა განათლების სისტემაში მოღვაწეობა 2017 წლიდან დაიწყო. ორგანიზაციის მიზანია, ისეთი სასკოლო საგანმანათლებლო ოლიმპიადის შექმნა,რომელიც მოსწავლეს აუმაღლებს სწავლისადმი მოტივაციას, მისცემს განვითარების საშუალებას და შესაძლებლობას მუდმივად აკონტროლოს ცოდნის დონე.

სვიფტის ძირითადი საქმიანობაა სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზება ოთხ საგანში: ინგლისურში, ქართულში, მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში. თითოეული საგნის ოლიმპიადა შედგება პირველი შესარჩევი და მეორე ფინალური ტურისაგან.

საოლიმპიადე აქტივობებში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლების II – დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები მიიღებენ.

სვიფტის გუნდის თითოეული წევრი, ფიქრობს, რომ მათ  მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს გამოცდილება, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ პიროვნებად და გახდეს წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე კი, ორგანიზაცია სვიფტი იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას სკოლასა და სახელმწიფოსთან ერთად მოსწავლეებზე ზრუნვის პროცესში და მსჯავრდებული არასრულწლოვნების საგნობრივ ოლიმპიადებში ჩართვით ხელს უწყობს მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

 

ნინო შალამბერიძე

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close