News დაიჯესტი
საქართველოში მომხმარებელთა თითქმის მეხუთე კომპიუტერი განიცდის ინტერნეტ-შეტევას
- ნახვები613
- ლაიქები0
თბილისი, 16, საქართველოში „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა. საქართველოში მომხმარებელთა თითქმის მეხუთედი 2017 წლის მესამე კვარტალში შეეჯახა ინტერნეტიდან ინფიცირების პრობლემას. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით საქართველომ დაიჭირა მე-19-ე ადგილი. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტთა გამოკვლევების შედეგები.
გამოკვლევის თანახმად, საქართველოში დროის ამ მონაკვეთში მომხმარებელთა 17,50 % შეეჯახა შეტევას ბოროტმზრახველი პროგრამების (Malware) მხრივ. სომხეთში ამ მაჩვენებელმა მიაღწია 23, 74% (მე-4-ე ადგილი), აზერბაიჯანში -21,14% (მე-7-ე ადგილი).
„საქართველოს სწრაფვა ინტერნეტის განვითარებისაკენ შეიცავს მომხმარებელთათვის ახალ გამოწვევებს. მოყვანილი მონაცემები ეხებიან მომხმარებლებს, რომლებიც დაცულნი არიან ანტივირუსული პროგრამებით. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველოში შესაბამის დონეზე არ არის განვითარებული ინტერნეტის უსაფრთხოებისათვის თვალყურის დევნების კულტურა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მომხმარებლები, რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან ინტერნეტშეტევას, გაცილებით ბევრია“, – კომენტარს აკეთებს „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.
ინტერნეტის საშუალებით მავნე პროგრამების მიერ ინფიცირებისიმ რისკის ხარისხის შესაფასებლად, რომელსაც ექვემდებარებიან მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ გამოვიანგარიშეთ თითოეულ ქვეყანაში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტითიმ მოსარგებლეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სარგებლობდნენ ვებ-ანტივირუსის მუშაობით. მიღებული მონცემები გვიჩვენებენ იმ სფეროს აგრესიულობას, რომლებშიც მუშაობენ კომპიუტერები სხვადასხვა ქვეყანაში. ამ რეიტინგში მოცემული არიან მხოლოდ Malware კლასის მავნე ობიექტები, გამოთვლისას არ გაგვითვალისწინებია ვებ-ანტივირუსის გავლენა პოტენციალურად საშიშ და არასასურველ ისეთ პროგრამებზე, როგორებიც არიან RiskTool-ი და სარეკლამო პროგრამები.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა საქართველოში |