პოლიტიკა

რობერტ მუგაბემ დაადასტურა, რომ შინაპატიმრობაშია

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმასთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ შინაპატიმრობაშია, – ამის შესახებ BBC იუწყება.

ზუმამ განაცხადა, რომ ზიმბაბვეში თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრები გააგზავნა, რათა რობერტ მუგაბესა და სამხედროებს შეხვდნენ.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.

როგორც BBC წერს, რომ მუგამბეს მძევლად აყვანა მის თანამდებობიდან გადაყენებას ემსახურება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close