News დაიჯესტი
ევროკომისია Google-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპირებს
- ნახვები529
- ლაიქები0
ევროკომისია Google-ის წინააღმდეგ ახალი საქმეების შესახებ გამოძიების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკომისიამ Google-ი კონკურენციის პირობების დარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. ბოლო შემთხვევა კი ამ წლის ზაფხულში იყო. ევროკომისიამ მაშინ განაცხადა, რომ Google ბოროტად იყენებს თავის უპირატესობას საძიებო სისტემების ბაზარზე. ამის გამო კომპანია 2.8 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა.