POSTS დაიჯესტი
“ქვეყანაში არ არის აპარატურა, რომლითაც მოწყვეტილი ტრომბის ამოღება ხდება”,-ირაკლი მელაშვილი
- ნახვები1270
- ლაიქები0
საქართველოში ინსულტით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ხშირად ამის გამომწვევი მიზეზი თრომბია. ამ დღეებში ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს შეემთხვა ეს უბედურება.
ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადსარჩენად, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არ არის აპარატურა, რომლითაც უკვე მოწყვეტილი ტრომბის ამოღება ხდება.
არადა როგორც მეუბნებიან, საქართველოში ეს ძალიან გავრცელებული უბედურებაა, ჩვენი ტრადიციული კვების რეჟიმიდან, სტრესული ცხოვრების პირობებიდან და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე.
ფაქტიურად ადამიანი, რომელსაც ტრომბი მოწყდება სასიკვდილოდ არის განწირული, რადგანაც სისხძარღვის განთავისუფლება ჩვენს ქვეყანაში ვერ ხერხდება. ნუთუ ასე რთულია ამ პრობლემის გადაწყვეტა, რამაც ამ ძალიან გავრცელებული შემთხვევბისგან უამრავი ადამიანი შეიძლება გადაარჩინოს და ექიმი პაციენტის პატრონს თავჩაქინდრული არ ეუბნებოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამას ვერ ვშველით, აპარატურა არ გვაქვსო.