POSTS დაიჯესტი
“კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან, “პრემიას” დაერქმევა “ჯილდო”! , ზაზა ბიბილაშვილი

- ნახვები540
- ლაიქები0
5 წლის წინ, როცა ამათი კოლექტიური სიხარბისა და კოლოსალური პრემიების ამბავი გასკდა, ქოცებმა თქვეს, პრემიების აღების ვალდებულება “უმძიმესი მემკვიდრეობის” ნაწილიაო და უცხოელი მრჩევლები მოიწვიეს, რათა მოენახათ გზა, როგორ აღარ აეღოთ პრემიები (ალბათ იმათაც წილში ჩაუჯდნენ) <3
გამოხდა ხანი. სანამ მრჩევლები მუშაობდნენ, ესენი ხრავდენ ბიუჯეტს, იტაცებდნენ სახელმწიფო ქონებას, ნერგავდნენ “ატკატების” პრაქტიკას, აფეთქებდნენ საყდრისს, 1 ლარად ასხვისებდნენ პუშკინის სკვერს და თაბორის მთას, ინაცვლებდნენ სოციალურად დაუცველთა სიიდან მილიონერთა სიაში…
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ღირდა ლოდინად! – 5 წლის თავზე მაინც დაიდო შედეგი! – კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან, “პრემიას” დაერქმევა “ჯილდო”! <3
ამათი @#$%&^@#!@*, პირველიდან ბოლო ქოცამდე.
ზაზა ბიბილაშვილი