POSTS დაიჯესტი
„მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრამდე გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე იყვნენ ჩასულები“,-ალი ბაბაევი
- ნახვები576
- ლაიქები0
საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ალი ბაბაევი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯეიხუნ ჩოვდაროვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ჯეიხუნ ჩოვდაროვისა და მისი თანხმლები სამი პირის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს გუშინ 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, ესროლეს.შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გუშინვე გაემგზავრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს , რომ ინციდენტამდე მარნეულში იმყოფებოდნენ გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები : „ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“ მარცხდებიან მარნეულში, რადგან ალი ბაბაევი მიიჩნევს , რომ მათ ქვემო ქართლში არ ყავთ მომხრეები.
„ამიტომაც, ეს ორი აღნიშნული პარტია ცდილობს, არჩევნების დემოკრატიულ და ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუშალოს“, აცხადებს ბაბაევი.
ბაბაევი ასევე არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“ -ს მარნეულის ოფისების ლიდერების განცხადებებს, რომ ეს იციდენტი გახლდათ გამოწვეული შიდა პარტიული ინტერესებისა და ან ბიზნეს ინტერესების გადანაწილება-გარკვევის გამო.
იგი ასევე დასძენს, რომ ამ ლიდერების მიერვე იყო პროვოცირებული შარშანდელი 2016 წლის- საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტი, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ბაბაევი იქვე დასძენს, რომ შარშანაც აღნიშნულ ინციდენტს წინ უძღოდა „ ნაციონალური“ მოძრაობის წევრთა ვიზიტი მარნეულში.
ალი ბაბაევი მიმართავს ქვემო ქართლის აზერბაიჯანელ ამომრჩეველებს თავი აარიდონ პროვოკაციებს და დემოკარტიული ვითარებაში ხმა მისცენ იმ პარტიას, რომელიც საქართველოს წინ წაიყვანს. მისივე განცხადებით, ეს ძალა არის მხოლოდ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო „ და მისი კანდიდატები.
კონგრესის თავმჯდომარე ეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას : „მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჭიროა ჩატარდეს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში“, თქვა მინისტრმა.
მინისტრისვე ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ ჩვენ ვამუშავებთ ყველა ვერსიას“.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს.
რუსა გვაზავა