POSTS დაიჯესტი

გიორგი კილაძე – ლამაზი სიტყვაა იბუდებს!

ზოია ფირზადის რომანში “შეგუებით” მინდა გამოგზაურო. დიდი ირანელი მწერალია. მამით მუსლიმი და დედით ქრისტიანი. სომეხი ჰყავს თუ ჰყავდა დედა. გენდერული რომანია. წინასიტყვაობა წავიკითხე და იქიდან ვიცი. წინათქმა ვახსენე. ბარემ იმასაც გეტყვი. წინათქმები ასე უნდა იწერებოდეს. საქმის ცოდნით და წიგნის სიყვარულით. ერთი აბზაცი ამოვწერდი ჩემთვის და შენ მინდა წაიკითხო. ” რომანში ” შედეგებით” აღწევს ქალი ემანსიპაციის “იდეალურ” ხარისხს: არე არათუ თავისუფალი საკუთარი ბედისა და ცხოვრების წარმართვაში, იგი საბინაო სააგენტოს ერთპიროვნული მმართველი და დედისა და ქალიშვილის ერთადერთი პატრონი და მარჩენალის. ..” .

კითხვას დროებით ვწყვეტ. არც თუ უმიზეზოდ. სულ რამდენიმე სიტყვას გეტყვი გა განვაგრძობ. ვუფრთხილდები შენს ნერვებს. მესმის აღძრული ცნობისმოყვარეობის სურვილის დაკმაყოფილების აუცილებლობის, მაგრამ ხომ იცი სათქმელი გულზე მოგაწვს ბა თუ არა, ამოთქმა მაიძულებს…

მე არ ვიცი გყავს თუ არა მეუღლე ან მეგობარი მამაკაცი… ერთი ნაცნობი მეუბნები და გიო სად ჩარჩი. .. კარგა ხანია მეგობარი მამაკაცი რომ არ გყავს სირცხვილი ის არისო… რა სისულელეა თავისუფლებას საზოგადოების გამოგონილი უაზრო წნეხის გამო რომ კარ კარგავს ისაა.. ფეხებზე არ ჰკიდია შენ და შენი მეგობარი საზოგადოებისათვის, რომელიც საძინებელი ბოდიშისმოუხდელად მოიპარა არა, ის… შენს შესვლამდე იბუდებს?!

ლამაზი სიტყვაა იბუდებს… ყველა ცოცხალს სჭირდება ბუდე, სორო, სახლი… ეგაა ფართობსა და სივრცეზეა გადატანილი მთელი ყურადღება… საუკუნეები გრძელდება ასე და გაგრძელება მომავალში. ადმიანსა და ჰობიტს ერთნაირი მოთხოვნები აქვთ დიდ სივრცესა და კომფორტზე ავიშენებდი პატარა ქოხის ტყეში…. ბილიკიც კი გვეყოფა გზად. ფართე ფანჯრები და სქელი დარაბები… იმდროინდელი ფრაზებია მოლები და ბევრისდსმტევლები… ამონაწერი კითხვას დავასრულებ. და ამ ამბავს განვაგრძობ… ამბავი სად იყო? ფრაზებს მიღმა მთელი ამბებია: დაულაგებელ- დავარცხნილი. ..” და აქ ჩნდება ახალი პრობლემა: არის კი მთავარი უკიდურესი და უპირობო, ემანსიპაციის ქალის იდეალი?. ირკვევა, რომ არც ასეთი სრული დამოიკიდებლობა ყოფილა ქსლისთვის “ნათელი მიზანი” და ბედნიერება…” ” ქალის ბედნიერება” რომ მომიყევი გახსოვს.?! ნუ შეადარეთ საკუთარ თავს ნურც ერთ კაცს. მამასაც კი… – ამბობ და იცინი…. გოგოს გოგოს – გეკითხები დაუფიქრებლად და ვხედავ როგორ გეცვლება სახუსფერი…. ეს ის დი წითელ გაკვრა არაა მე რომ მიყვარს…’ ქალს ღია ” ვაჟკაცი ქალის” სოციალური სტატუსი და მისი სულიც და ხორციც მისკენ მიილტვის, ვისაც შეიძლება მიენდო და ტვირთის ნაწილი გადააბაროს”… წიგნში, აბა, კიდე სად, აბზაცი გრძელდება… მე კითხვას აქ ვასრულებ. .. და სულ სხვა ამბავზე გადავდივარ…

მივდივართ ორი… სად თუ არა ვაკის პარკში. ფეხით… მე ერთი ნაბიჯით წინ. შენ ერთი ნაბიჯით უკან… მივყვები ტოტებს შორის… და შენ უდიდესი მოხერხება გჭირდება ტოტებს ლამაზი სახე აარიდო…

არაფერს ამბობ… ” ბუნებისა დაწესებული გსნსხვავების პირწმინდად წაშლის მცდელობა მორალურად და ფიზიკურ დისკომფორტი უქმნის თავად ემანსიპაციის ქომაგებს”

წინათქმიდან ავტორები ქალბატონები, რომ არ იყვნენ ” “გადაიბაროს’ შემდეგ აბზაცი აღარ წაიკითხავდი. . ჰო! გასაგებ მიზეზთა გამო.

გიორგი კილაძე

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close