POSTS დაიჯესტი
პეტრე კოლხი – ჩვენც წუთისოფლის გვქვია სტუმრები
- ნახვები599
- ლაიქები0
ცა გადაიხსნის პირზე მანტიას,
და განთიადის შუქიც ინთება…
ღალატი ღმერთმაც თუ მაპატია,
თავს ვაპატიო, გამიჭირდება…
და რა ხანია ყეფენ ძაღლები,
ქვები ესროლო, მონაგონია…
და მხოლოდ ტაძრის კარის გაღებით,
ღმერთს ვერ იპოვი, ასე მგონია…
ცაზე ვარსკვლავი დროებით ენთო,
ჩვენც წუთისოფლის გვქვია სტუმრები.
ისე დაგშორდი ჯვარცმულო ღმერთო
რომ დღეს თქვენობით გესაუბრები…