News დაიჯესტი
კვიციანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მიმართ ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს

- ნახვები510
- ლაიქები0
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული ხუმრობების ავტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.
როგორც კვიციანმა აღნიშნა, ზოგიერთი ადამიანი ამ გზით პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს და საკითხი გამოსაძიებელია.
„ბატონმა, თავგასიებულს რომ ეძახიან, ღლიცინი დაიწყო, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია. ორგანიზაცია, რომელთანაც დაახლოებით 15 წელიწადი ვთანამშრომლობდი. და ვანო ჯავახიშვილი მასწავლის, რა არის გაერო და რამდენი ქვეყანა არის ამ გაეროში წარმოდგენილი. გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური. ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ“, – განაცხადა კვიციანმა.