პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. გამშვებ პუნქტებს სამი დღით კეტავს

- ნახვები552
- ლაიქები0
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით დაიკეტება, – ამის შესახებ “სპუტნიკ ოსეტია” იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო რესპუბლიკის დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.
“მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდება და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე “ჩვეულ რეჟიმში” განახლდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს “აღნიშნავს”. ოკუპირებული რეგიონში სამხედრო “აღლუმი” და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.