POSTS დაიჯესტი
სალომე ზურაბიშვილი: ეს არ ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ გამარჯვებას პოროშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის სისუსტის გაშიშვლებას

- ნახვები532
- ლაიქები0
ხუმრობა გვერდზე იყოს და დღევანდელ მოვლენებს ცოტა სხვა შეფასება სჭირდება.
ასეთი უხეში კანონ დარღვევით საზღვრის გადალახვა პირველ რიგში ზიანს უყენებს უკრაინის სახელმწიფობრიობას: ეკრანებზე აღმოჩნდა რომ ქვვეყანა რომლის აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთისგან ოკუპირებულია, თურმე ვერ იცავს რამდენიმე ათეული აქტივისისტთაგან თავის აღმოსავლეთ საზღვარს.
აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას საკუთარ გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოყვანას ვერ ან არ ახერხებს. ასევე სამართალდამცავი თუ სასაზღვრო ძალები არ ან ვერ გამოიყენა.
ეს არ ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ გამარჯვებას პოროშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის სისუსტის გაშიშვლებას და სახელმწიფო სტრუქტურების აბუჩად აგდებას.
ეს ყველაფერი, ვის ვის და რუსეთს აწყობს ყველაზე უფრო და მის თამაშს უწყობს ხელს …. და თუ ამ გზას გაჰყვება, შიდა დაპირისპირების გაღვივებისა და მაიდანის განახლების მცდელობით, ქვეყნის გახლეჩით , კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს მიშა, რომ დემოკრატიის და ყალბ პატრიოტიზმ(ებ)ის დროშის ქვეშ, იგი სინამდვილეში და პირველივე დღიდან მხოლოდ მოსკოვის ინტერესების გატარებას ემსახურება….
სალომე ზურაბიშვილი