News დაიჯესტი
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცა

- ნახვები518
- ლაიქები0
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცეს.
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ბორჯომის ხეობაში ერთი ასეული დარჩება. სამხედროები სრულ კოორდინაციაში იქნებიან სხვა უწყებებთან და დამუშავებული ტერიტორიების მონიტორინგსა და პატრულირებას განახორციელებენ.