News დაიჯესტი

რა გავლენას ახდენს დასავლეთი დაქართველოზე

ალბათ საქართველოს ყველა მოქალაქე კარგად ხედავს,რომ დასავლეთი,როგორც აშშ ასევე ევროპა რატომღაც ცდილობს „უფროსი ძმის“ როლი ითამაშოს და ძალიან ხშირად რჩევის სახით, მათგან მოდის ე.წ. მესიჯები თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ჩვენი ქვეყანა, რომ აქ საბოლოოდ დამკვიდრდეს დემოკრატია და საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპულ სახელმწიფოდ, რაც ჩემი აზრით დირექტივაა და სხვა არაფერი, ანუ სხვა ქვეყნის ლიდერები ცდილობენ საქართველო საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციონ.

ისმის კითხვა,რა ინტერესი აქვს მაგალითად აშშ-ს საქართველოში? 

აშშ-ს საქართელოს მსგავსი ქვეყნების მიმართ ის ინტერესი აქვს,რაც მსოფლიო ისტორიის არსებობის განმავლობაში ქონდათ ზესახელმწიფოებს ანუ იმპერიებს უფრო პატარა და სუსტი ქვეყნების დაბყრობა,და ეს რათქმაუნდა ძირითადად კოლონიალიზმით ვლინდებოდა.დღევანდელ ვირთარებაში,რომ გავერკვეთ აუცილებელია უბრალოდ ისტორიულ ფაქტებს გადავხედოთ და ყველაფერი ცხადი იქნება. მაშ ასე, თავის დროზე აშშ ბრიტანეთის კოლონია იყო და იქ, ჩრ.ამერიკის კონტინენტზე ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 200 მილიონი ინდიელი ცხოვრობდა,რომლებიც ევროპელებმა უბრალოდ დახოცეს და მათი მიწები ძალით დაიკავეს,ხოლო ეს ტერიტორიები კოლონიებად გამოაცხადეს.მიზანი და ინტერესი მარტივი იყო, იმპერიას სურდა კოლონიების ხარჯზე ეცხოვრა და როგორც დაპყრობილი ტერიტორიიდან რეგულარულად მიეღო გადასახადები.

ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ სახელმწიფოთა მმართველობის წყობა და ვითარდებოდა ტექნიკა,ხოლო ინტერესები უცვლელი იყო ანუ, როცა კაპიტალიზმმა და სოციალიზმმა შეცვალა მონათმფლობელობა, ფაქტიურად თავად სახელმწიფოთა მართვის სისტემა არ შეცვლილა, უბრალოდ მისი, ასე ვთქვათ ტექნიკური მოდერნიზება მოხდა,ხოლო არსი უცვლელი დარჩა და როგორც მონათმფლობელობის დროს, დღესაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2%-ი ფლობდს უფრო მეტ ქონებას და ძალაუფლებას,ვიდრე დანარჩენი 98%-ი.

ამრიგად, დღევანდელი კაპიტალიზმი იმპერიების ხელში არსებული კოლონიების სამართვი სისტემაა და სხვა არაფერი.უბრალოდ ტექნიკურად დახვეწილია,ხოლო კოლონიებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ვერ ხვდებიან,რომ ისინი უცხო იმპერიის მომსახურე პერსონალია(ფაქტიურად თანამედროვე მონები არიან) და არა სუვერენული ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები.ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოს მიმართ, როგორც იმპერიას დაპყრობილი კოლონიის მიმართ.უფრო უკეთესად,რომ გავერკვეთ საკითხში, კვლავ ისტორიას მივმართოთ.

როცა ამერიკამ ე.წ. „ცივი ომი“ მოიგო და დაშალა საბჭოთა კავშირი,რისი ფაქტიც ის არის,რომ მაშინდელმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა ოფიციალურად განაცდახა: „ამერიკამ ცივ ომში გაიმარჯვა“(ვიდეოს ბმული).ამის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-მ,როგორც გამარჯვებულმა დამარცხებული მხარის ტერიტორია დაიმორჩილა და ფაქტიურად კოლონიებად აქცია.ამას ადასტურებს ის ფაქტები,რომელიც ყოველმა ჩვენგანმა ვიხილეთ,რასაკვირველია მათ ვინც 90-იან წლებში ცხოვრობდა,ახალ თაობას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ ახსოვთ,მაგრამ აუცილებელია,რომ იცოდნენ საქართველოს უახლესი ისტორია და შეცდომები არ გაიმეორონ.მოკლედ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ე.წ. „დამოუკიდებელი“ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდნენ,საბჭოეთის დროინდელი ქარხნები და საწარმოები იშლებოდა და ჯართის ფასად იყიდებოდა,ხოლო იქ მომუშავე ადამიანები უმუშევრები რჩებოდნენ,ვინც ახერხებდა საზღვარგარეთ მიდიოდა სამუშაოდ,სადაც ძირითადად მოსამსახურის ვაკანსია ელოდებოდა.

ამრიგად 90-იან წლებში საქართელოში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ძალიან მძიმე იყო,რასაც სამოქალაქო ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოყვა.ცნობისთვის, ამერიკელების პირდაპირი სამხედრო ჩარევით იუგოსლავია 1992 წელს ექვს პატარა სახელმწიფოდ დაიშალა, ასევე 1993 წელს ჩეხოსლოვაკია ორ ნაწილად გაიყო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიწყო ომი ყარაბაღის რეგიონისათვის, ეს ერთიანი ჯაჭვი იმ პროცესისა,რასაც ქვია აშშ-ს მიერ პოსტსაბჭოთა ტერიტორიების(იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია სსრკ-ს მოკავშირეები იყვნენ) ასე ვთქვათ ათვისება და დამორჩილება,ხოლო ამ მხრივ ამერიკელებს რომაელების აპროპირებული მეთოდით მოქმედებენ ანუ დაყავი და იბატონე, დიახ, ზუსტად ხელოვნური კონფლიქტები და ძლიერი სახელმწიფოების პატარა ქვეყნებად დაყოფა აადვილებდა მათ მართვას.ხოლო მოცემულ რეგიონებში კონფლიქტები არ უნდა მოგვარდეს, პირიქით ეტაპობრივად უნდა განახლდეს,რათა კოლონიამ ძალღონე არ მოიკრიბოს,მიტროპოლიისგან დამოუკიდებელი არ გახდეს და შესაბამისად გადასახადიც არ შეუწყვიტოს,რადგან ეს იმპერიისთვის დამღუპველია.ზუსტად ამ პოლიტიკას ახორციელებს აშშ კავკასიაში,ერთის მხრივ ქართელები,აფხაზები და ოსები ვერ ვრიგდებით,მითუმეტეს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ,რაც ამერიკის ინტერესებში იყო და მათი წაქეზებით დაიწყო მ.სააკაშვილმა ომი,ხოლო მეორის მხრივ ყარაბაღის კონფლიქტიც იგივე ფუნქციას ასრულებს ამერიკელებისთვის,რომ კავკასიაზე გავლენა არ დაკარგოს,რადგან აქ საკმაოდ დიდი რესურსებია და რასაკვირველია ეს ვაშინგტონისთვის სერიოზული მოტივაციაა.

საინტერესოა აშშ პრაქტიკაში როგორ ახორციელებს საქართელოს მართვას და სხვადასხვა სახის რესურსების გადინებას ჩვენი ქვეყნიდან. ეს საკმაოდ მარტივი მეთოდია, მას შემდეგ,რაც კონფლიქტებით დასუსტებული ვიყავით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ფაქტიურად ვეღარ ვახერხებდით დამოუკიდებელ არსებობას, ზუსტად ამ დროს „ბიძია სემმა“,როგორც „კეთილშობილმა მოკავშირემ“ დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს და ჩვენც მისი სტრატეგიული პარტნიორი გავხდით(ანუ ვასალებს ასე მოიხსენიებენ ამერიკელები).რათქმაუნდა ფორმალურად „დამოუკიდებლობას“ ვინარჩუნებთ,თუმცა ფაქტიურად ვაშინგტონის დირეკტივის გარეშე ვერც საგარეო და ვერც საშინაო პოლიტიკას ვერ ვახორციელებთ,სუვერენიტეტი იმაშიც კი არ გვყოფნის,რომ დასავლეთის დაუკითხავად რომელიმე ქვეყნის ლიდერს ნორმალურად დაველაპარაკოთ,მაგალითად,როცა 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა,რომ ის მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს,რათა ორი ქვეყნის შორის დაგროვილი პრობლემური საკითხების განხილვა მოხდეს, საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ჯერ დასავლელ ლიდერებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები და ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი,რაც იმაზე მეტყველებს,რომ საქართველოს ლიდერი დასავლეთიდან მიღებული დირექტივების გარეშე ვერ მოქმედებს, ანუ ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა.

აშშ-ს გარდა პოლიტიკური ბერკეტებისა რასაკვირველია აქვს ეკონომიკური ბერკეტებიც,იგულისხმევა დოლარის სისტემა,რომლის მეშვეობითაც ვაშინგტონი,როგორც მიტროპოლია წელიწადში რამდენჯერმე მსოფლიოს სხვადასხვა კოლონიებიდან,მათ შორის საქართველოდან ახდენს გადასახადის ამოღებას. ცნობისათვის, ლარს,როგორც საქართველოს სახელმწიფო ვალუტას საფუძველს უმყარებს არა ოქრო,არამედ დოლარი ანუ ლარის რეზერვი არის ამერიკული ვალუტა და მასზეა დამოკიდებული,ლარი,რომ მყარი იყოს მისი რეზერვისათვის ვყიდულობთ დოლარს რეალური რესურსით,ხოლო ამერიკელებს საკუთარი ვალუტის დასაბეჭდად ჭირდებათ მხოლოდ ქაღალდი,რომელსაც 1971 წლიდან ოქრო არ ამყარებს,რადგან ზუსტად ამ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დოლარისათვის „ოქროს სტანდარტი“ გააუქმა.

ამრიგად, აშშ დოლარის სისტემით მსოფლიოს ძარცვავს,ხოლო ვინც დოლარს არ იყიდის იმ სახელმწიფოში ან ამერიკული არმია მიდის „დემოკრატიის დასამყარებლად“ ან აშშ-ს ელჩების მიერ რევოლუციის ორგანიზება ხდება,როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში.

დასავლეთი საქართველოზე გავლენის გასაძლიერებლად იყენებს ასევე ე.წ. „რბილ ძალას“,რომელიც ვლინდება არასამთავრობო ორგანიზაციების,მედიის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით.მაგალითად, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართელო“ აფინანსებს სწორედ დასავლურ პროექტებს,ეს ფონდი კი ცნობილი, ფერადი რევოლუციების სპონსორის ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელის ნაწილია.ფონდ „ღია საზოგადოება – საქართელო“-ს აქვს საკუთარი საიტი(ბმული),სადაც ღიად ხდება გრანტების გაცემა ანუ ყველა იმ ორგანიზაციის სიაა,რომლებმაც დაფინანსება მიიღეს სოროსისგან.

ცნობილი ფაქტია,რომ ჯორჯ სოროსმა საქართველოში 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა ანუ ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ხელისუფლებაში მოიყვანა მ. სააკაშვილი და მისი ხელით ახორციელებდა ქართელი ხალხის ტერორს უფრო მეტად დამორჩილების მიზნით,რის ყველაზე მარტივი ფაქტიც კმარა,ეს არის იმ პერიოდის სტატისტიკა,რომლის მიხედვითაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ციხეში ჩასვა საქართველოს მოსახლეობის 10%,რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და თავისთავად აშკარა ტერორზე მიუთითებს.საპატიმროებში კი არაადამიანური მეთოდებით,უკანონოდ უსწორდებოდნენ მსჯავრდებულებს, რისი დამადასტურებელი ვიდეო ფაქტებიც საკმარისზე მეტია. 

სამწუხაროდ დღეისათვის დასავლეთი სოროსის და სხვა ფონდების მეშვეობით აგრძელებს იმ ორგანიზაციების დაფინანსებას,რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.ეს ორგანიზაციებია: სააკაშვილის სატელიტი მარგინალური პოლიტიკური პარტიები „გირჩი“,“მოძრაობა თავისუფლებისათის – ევროპული საქართელო“,რომელიც სააკაშვილის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო,ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ამ პარტიების სატელიტია.რასაკვირველია ცალკე აღსანიშნავია მედიის დაფინანსება დასავლეთის მხრიდან,რომელებიც ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.ესენია საქართელოს ცენტრალური ტელეკომპანიები „რუსთავი 2“,ეხლა უკვე „იმედი“ და სხვა არხები,ასევე რადიომაუწყებლები,ბეჭდვითი გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები, სხვა წვრილ-წვრილი ორგანიზაციები და ეს გრანტები დაფიქსირებულია ჯორჯ სოროსის ფონდის საიტზე(ბმული).

მიუხედავად აშშ-ს მხრიდან საქარტველოზე განხორციელებული უდიდესი ძალისხმევისა,რომ საბოლოოდ დაიმორჩილოს ქართველი ხალხი,მიუხედავად სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერისა ანტიქართული ძალები საქართველოში სოროსის გეგმას ვერ ახორციელებენ,რადგან ეროვნული ძალები სრულიად საქათვრელოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მხარდაჭერით, წარმატებით იბრძვიან ეროვნული ინტერესებისთვის და არ დაუშვებენ,რომ ლიბერალური,დამღუპველი იდეოლოგია დამკვიდრდეს საქართველოში.

ქართელი პატრიოტების ძალა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 14 ივლისის საპროტესტო აქციაზე,სადაც „ქართულ მარშში“ 10 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა,რომელთა ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოში უკანონოდ მოქმედი ორგანიზაციებისა და მიგრანტების დანაშაულებრივი ქმედების აკრძალვა.როგორც „ქართული მარში“-ს ლიდერები აცხადებენ,საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და სოროსის ფონდები თუ სხვა ორგანიზაციები,რომლებიც საქართელოში ახორციელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება.

მოამზადა თიკო შუშანაშვილმა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close