POSTS დაიჯესტი

“მე, როგორც ცნობილი ,,ვაშლოლოგი”, მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას…”

მე, როგორც ცნობილი ,,ვაშლოლოგი”, მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ყოველ დილით აჯობებს თითო ბავშვზე თითო ვაშლი… ვაშლზე გაზრდილი თაობა რკინისმკვნეტელი იქნება… და ადვილადაც გაუძლებს მის თავზე დატეხილ მომავალ ქარიშხლებს. იმას რა ჰქვია, მშენებლობებზე რომ ახურავთ?-ხო, ეს სასკოლო ფორმებს უნდა ახლდეს და ამაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ… მასწავლებლებმაც!-,,არ წამოვიდეს ახლა ვაშლი!” ვაშლის ჯიშზეც საფიქრალია!-რბილი და ტკბილი უნდა იყოს. და კიდევ, მერე და მერე, ჩვენ რომ არ ვიქნებით ამ ქვეყანაზე, წლეეეეების შემდეგ, საქართველოს, ვაშლზე აღზრდილმა ვაჟკაცებმა, შეიძლება, სავაშლეთიც შეარქვაააააან!… …და რაა ამაში ცუდი? ქვეყანას რებრენდინგიც სჭირდება დრო და დრო… მე უკვე, რამდენიმე ლეგენდას და მითს ვკითხულობ მომავლის სავაშლეთზე გონებაში…-ესეც ჩემი ვიკენდის განწყობა… ვგიჟდები განათლების მინისტრზე… საქართველოს პრეზიდენტმაც რომ გამოსცეს ბრძანება, ”ქართველის ყოველდღიურ მენიუში, უფასოდ, თითო ვაშლის შეტანის აუცილებლობის შესახებ”, არცერთი პრეზიდენტის სურათი არ დამიკიდია კედელზე და ,,მარგველას” ფოტოს დავკიდებ… უჰუჰუუუ, ოჰოჰოო, რა მშვენიერია სამყარო და ქართველობა… ჩემი პუუუჭურა ქვეყანაააა…ჩემი საგენიოსეთიიიიი…

 

ნანი მოსიძე

 

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close