POSTS დაიჯესტი

ირაკლი ჟვანია: მისი ბებია-ბაბუა მავთულებს იქეთ არიან მოხვედრილი !

ეს მოკლე ამბავი გუშინ მომიყვა ერთმა ბიჭმა ჩემთან სახლში, ხელოსანია…
მისი ბებია და ბაბუა მავთულებს იქეთ არიან მოხვედრილი. სოფელს არ დავასახელებ, ასეთი ბევრია და განვრცობილად წარმოვიდგინოთ…
მოკლედ, აქედან ვერ ჩადიან ბებია-ბაბუასთან, იქედან ისინი ვერ გადმოდიან…
3 დღის წინ ამ ბიჭის ბიძა ავარიაში მოყვა, გატეხილი ნეკნები, ტრეპანაცია თავზე და ა.შ. ბებოს, ამ კაცის დედას გულმა არ გაუძლო და გადმოიპარა აქეთ მხარეს რომ შვილს თავზე დადგომოდა…იმწუთას დაურეკა სოფლიდან მეზობელმა და სად ხარო, ის მეზობელი ოსებთანაა შეკრული და ქართველებზე ინფოს აწვდის ვინმე თუ გადმოვა აქეთ მხარეს…
ბებოს უთქვამს მალე ჩამოვალო და იქვე ოჯახში გაუმხელია, ეხლა ჩავალ თუ არა წამიყვანენ ცხინვალში გაუპვახტში, 200 ლარს ჯარიმას გადამახდევინებენ და გამომიშვებენო…
ხოლო ის აგენტი ქალი თავისუფლად დაიარება გორის ბაზარში და რუსები არც იჭერენ და არც არაფერი, აგენტია და ჩვენი დაზვერვა არც კითხულობს მის ამბავს…
ხალხს რომ ფეხზე კიდია ამ ბებოს და ბებოების ტრაგედია, ეს ვიცით, იმიტომ რომ ხალხს მხოლოდ მისი მუცელი აწუხებს, ეს ქართული ტრადიციაა…
მთავრობა, იმისაც ვერ აგვარებთ რომ ჰუმანიტარული კორიდორი შეუქმნათ ასეთ ბებოებს?!
თურმე ქალს ასაფლავებდნენ მავთულებს იქეთ და აქედან შვილები არ მიუშვეს 50 მეტრში, ესეთი რამ ომის დროს არ ხდებოდა! უსასტიკესი ომების დროსაც კი მხარეები ერთმანეთს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ თავიანთი მიცვალებულები, ამასაც ვერ ახერხებთ თქვე მართლა….
მიდით, ისევ აგრიალეთ აბრამსები და ასვით შამპანური ვიცე-პრეზიდენტს, მეტი რა იცით თქვენ ბებოების დახმარების, პიჟონები ესენი………….. 

ირაკლი ჟვანია 

არქიტექტორი

ფესიბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close