News დაიჯესტი

„ნარმანიამ მერობის პერიოდში 3 მილიარდი ლარი დახარჯა“

მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” დამფუძნებელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით დავით ნარმანიამ მისი მერობის პერიოდში 3 მილიარდი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.
როგორც ხაბეიშვილმა, „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, 3 მილიარდიდან 229 000 000 ლარი უშუალოდ ხელფასებში, პრემიასა და დანამატებში დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარმანიას მენეჯმენტი 229 მილიონი დაგვიჯდა.

„441 მილიონი ლარი მათი კომფორტისთვის დავხარჯეთ სამ წელიწადში, რაც ავტომობილით მომსახურებას, საწვავით, სამივლინებო ხარჯით, წარმომადგენლობითი ხარჯით, სარესტორნო ხარჯით, ავეჯის, დაზღვევით და ა. შ. უზრუნველყოფას ნიშნავს.

600 000 000 ლარი დაიხარჯა სოციალური მიმართულებით. მიუხედავად კოლოსალური დახარჯული

თანხისა შედეგი არსად სჩანს. კიდევ უფრო გაღარიბებული და გაღატაკებულია ხალხი და ამაზე უფასო სასადილოებში ბენეფიციართა ცოცხალი რიგებიც მეტყველებს.
368 000 000 ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაფლანგეს, რაც ნიშნავს, რომ გზების პრობლემა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული, მაგრამ რეალური საქმის კეთების ნაცვლად, კორუფციის ჭაობში ჩაეფლო ნარმანია და მისი უწყება. ეტყობა ქალაქს 368 მილიონის ინფრასტეუქტურა?! 368 თეთრის გაკეთებული არ ეტყობა რეალურად !

220 000 000 ლარი ეკოლოგიაში დახარჯა მერმა და ამ მიმართულებით თბილისი 467 ქალაქში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურების მხრივ.

უშუალოდ გამწვანებაზე 42 000 000 ლარი გავიღეთ გადამხდელებმა, მაგრამ რა მივიღეთ?! ბეტონის ჯუნგლებად გადაქცეული დედაქალაქი და სკვერებში აშენებული კორპუსები.

ამ ყველაფერზე ხელის მომწერებს ბიუჯეტიდან 41 000 000 ლარი გადავუხადეთ. ამდენი დაჯდა ნარმანიას „ნოტარიუსის“ – თბილისის საკრებულოს შენახვა 3 წელიწადში. 19 700 000 ლარი მხოლოდ მათ დაქირავებაში გადავიხადეთ ხელფასის და პრემია-დანამატის სახით. იმის ნაცვლად, რომ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობა თბილისის წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსობისთვის გაგვესამართლებინა, 8 მილიონი მხოლოდ შრომის ანაზღაურება მივეცით 120 თანამშრომელს“. – აცხადებს ხაბეიშვილი.bpn

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close