News დაიჯესტიკატეგორიის გარეშე

მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს, 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

 

ამ დროისთვის, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა კვლავ ნარჩუნდება

30 ივლისს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს, 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მთელი დღის განმავლობაში, ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრაძლულია. აღნიშნული ალმებისა და მაშველთა სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, დამსვენებლები წყალში მაინც შედიოდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.

გადარჩენის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმში (7 ფაქტი), ქობულეთში (5ფაქტი), ურეკსა (30 ფაქტი) და გონიოში (1 ფაქტი). გადარჩენილებს შორის იყო 13 წლის მოზარდიც – სომხეთის მოქალაქე.

ამ დროისთვის, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა კვლავ ნარჩუნდება. უსაფრთხო ცურვისთვის საჭირო პირობების აღდგენისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შავ ზღვაზე არსებულ ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმები აღიმართება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close