კატეგორიის გარეშე

„რუსთავი 2-ში” ხანძართან დაკავშირებით 112-ში ზარი დღესაც შევიდა

ტელევიზიის მთავარი ოფისის ეზოში სახანძრო მანქანები მობილიზდნენ

„რუსთავი 2-ში“ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარი დღესაც შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის მთავარი ოფისის ეზოში სახანძრო მანქანები მობილიზდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ცრუ განგაში იყო და 112-ში 13 წლის ბავშვმა დარეკა.

ბოლო ინფორმაციით, „რუსთავი 2-ში” ღამით გაჩენილმა ძლიერმა ცეცხლმა სტუდიური დეკორაციებისა და კომუნიკაციების ნაწილი დააზიანა.

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close