პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილზე: Show must go on
- ნახვები580
- ლაიქები0
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს.
Show must go on – ასე შეაფასა მედვედევმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
“უკრაინის ხელისუფლების ქმედება – მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დანიშნოს გუბერნატორი, შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვას და მის ექსტრადირებას დაეთანხმოს – არათანმიმდევრული და გასაკვირია. სააკაშვილის ბედისწერა საოცარია – საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა; უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ” – წერს მედვედევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.