News დაიჯესტი
NDI: გამოკითხულთა 57%-ის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, ადამიანმა ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს
- ნახვები553
- ლაიქები0
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო ადამიანმა ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს.
კითხვაზე-უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო, 36%-მა უპასუხა, რომ დიახ, უნდა მოიხადოს, 57% ფიქრობს, რომ არ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი, 7% კი ამბობს, რომ არ იცის.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. მეორე ნაწილს კი საზოგადოებას ხვალ გააცნობენ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.