პოლიტიკა
NDI დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
- ნახვები662
- ლაიქები0
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში” (მ. კოსტავას 14) გაიმართება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.