პოლიტიკა

ოხანაშვილი: სახელმწიფო არასოდეს იშურებს ძალას, კონფლიქტურ ზონებში მყოფ ხალხს გვერდში დაუდგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სასაზღვრო სოფლებში დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ხელისუფლების თანადგომა იგრძნოს:

„გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით კონფლიქტის ზონაში, იმ სასაზღვრო სოფლებში, სადაც ჩვენი მოსახლეობა საჭიროებს უფრო და უფრო მეტ თანადგომას, საჭიროებს დიდ ყურადღებას ჩვენი მხრიდან. ეს იყო ძალიან ემოციური დღე, როდესაც შენ უყურებ შენი საზოგადოების წევრებს, შენს დებს და ძმებს, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში იმყოფებიან. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ამ კონფლიქტურ ზონებში, იგრძნონ ჩვენი თანადგომა. სახელმწიფო არასოდეს იშურებს ძალას იმისთვის, რომ ამ ხალხს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს“,-აღნიშნა ოხანაშვილმა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close