პოლიტიკა

„კომისიის როლი არ არის, დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“ – ჯანი ბუკიკიო ოპოზიციას პასუხობს

„კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

„ძვირფასო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, გმადლობთ ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა. ამ კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ერთობლივი მიმართვა 21 ივლისს გაუგზავნეს.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close