პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 410 ხმით მიიღო

- ნახვები529
- ლაიქები0
410 მომხრე 6 წინააღმდეგი – ამერიკის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, შტატები ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციას უნდა მოუწოდოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარი გაიყვანოს და საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების ხელისუფლებებს დაუბრუნოს.
გარდა ამისა, კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად 2018-2019 წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.