News დაიჯესტი

რომს სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება

რომის 1,5 მილიონი მაცხოვრებელი სასმელი წყლის გარეშე დარჩენის რისკის წინაშეა. ამის მიზეზი დედაქალაქის ერთ-ერთი ოლქის, ლაციოს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაა, რომლებმაც ბრაჩანოს ტბიდან წყლის მიღება აკრძალეს. ინფორმაციას The Star  ავრცელებს.

ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ძალაში ივლისს შევა. მისი მიზეზი აპენინებზე ზაფხულის დადგომისთანავე დაწყებული ძლიერი სიცხეებია. კლიმატოლოგების თქმით ივნისის თვე ბოლო 200 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა თუ არ ჩავთვლით 2003 წლის ივნისში ცალკეული დღეების ანომალურ ტემპერატურას. ასეთმა სიცხეებმა იტალიის ტყეებში ხანძარი და წყლის რეზერვარების ამოშრობა გამოიწვია.

“სამწუხაროდ, ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. ბრაჩანოს ტბაში წყლის დონე ისე შემცირდა, რომ კატასტროფის საფრთხე არსებობს. ამის წარმოდგენაც კი მოცემულ დრომდე რთული იყო“ – განაცხადა Tgcom24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაციოს ოლქის პრეზიდენტმა, ნიკოლა ძინგარეტიმ.

ექსპერტების თქმით, ლაციოს ხელისუფლების გადაწყვეტილება რომის დაახლოებით 1,5 მილიონ მაცხოვრებელს სასმელი წყლის გარეშე დატოვებს. ამ შემტხეხაში, იტალიის დედაქალაქში წყლის რაციონალური მოხმარებისთვის სპეციალური ზომების გატარება გახდება საჭირო.

თუმცაღა, კომპანიის Acea ხელმძღვანელობა, რომელიც რომს წყლით ამარაგებს, ამ გადაწყვეტილებას, “არანორმალურს, უშედეგოს და რაც მთავარია, ბრაჩანოს ტბის გადასარჩენად, უსარგებლოდ“ მიიჩნევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტბიდან ყოველდღიურად 86 კუბამეტრ წყალს იღებენ, რაც მის დონეს 1,5 მილიმეტრით სწევს დაბლა, როცა მისი სიღრმე 164 მეტრია.

რომის მერმა ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდა ისე, რომ ყველაფერი გაკეთდეს მოქალაქეების, საავადმყოფოების, სავაჭრო დაწესებულებებისა და სახანძრო სამსახურის წყლით მომარაგებისთვის.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close