News დაიჯესტი

ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ. აგრეთვე, ქვეყანა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის წევრი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს აღნიშნულ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ისლანდიის საემიგრაციო სამსახურში თავშესაფრის თხოვნის შემთხვევაში, ქართველ ემიგრანტს შედარებით ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭება განსხვავებით ნაკლებად დაცული ქვეყნებისგან, საიდანაც ადამიანები გარკვეული უფლებების დარღვევის გამო წამოვიდნენ.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close