პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თავად ოპოზიცია რა ფორმატშიო გადაწყვეტს შეხვედრას.

„ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე იყო შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა. სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია იყოს განხილული მესამე მოსმენის ფარგლებში, ამიტომ ჩვენ არ და ვერც ვსაუბრობთ კონკრეტულად ჩვენი მხრიდან რაიმე შეთავაზებაზე. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება. ჩვენ ვერ შევცვლით ჩანაწერს, მაგალითად, რომელიც ეხება საკუთრების საკითხს, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ქორწინების დეფინიცია, რომელზეც უკვე ყველა შევთანხმდით და ესეც საერთო სახალხო განხილვის დროს იყო შეთანხმებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close