POSTS დაიჯესტი

ირაკლი ჟვანია:იცით რატომ იყო მარშზე 10 ათასი და არა ასი ათასი? 

იმდენი აზრი ვნახე ბოლო დღეებში „ქართული მარშის“ გარშემო დაწერილი, მეც მომინდა ჩემი აზრი გამოვთქვა როგორც აქტიურმა ფეისბუკელმა))))
ცოტა შორიდან დავიწყებ…1997 წლის 13 ივლისს ჩვენ, ბიჭები, ჩვენს სახლთან ბირჟაზე ვიდექით, ეს ადგილია მელიქიშვილზე, იქ სადაც ეხლა „ ჟაზ-როკ-კაფეა“…ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, ზაფხულია, რაღაცას ვლაპარაკობთ, ლუდი, სიცხეა…ქუჩის მეორე მხრიდან ჩვენი უბნელები, ლაშა სულაბერიძე და დათო ჯაყელი გადმოდიოდნენ, ჩვეულებრივად როგორც ვიცით ხოლმე თბილისში…ამ დროს უცებ საიდან გაჩნდა ის თეთრი ჯიპი ვერც მოვასწარით გააზრება რომ ტყვიის სისწრაფით გამოქანებული დაეჯახა ამ ორ ბიჭს და…ეხლაც ცუდათ ვხდები რომ მახსენდება რა ხეებოდა მაშინ იქ, მელიქიშვილზე…საწყალი ბიჭები ჯერ სუნთქავდნენ, მერე გავიგეთ რომ გარდაიცვალნენ წაყვანის შემდეგ…ლაშას დედამ დაინახა როგორ დაეჯახა მის შვილს ის თეთრი ჯიპი…
…ეს არაკაცი, ვინც საჭესთან იჯდა, ყოფილა ვინმე მარინოვი, წითელ ჯვარში მუშაობდა ოფიცრად თურმე… ჩვენ მანქანის გარშემო ვიდექით, და დაიწყო სასწაული… ეს მარინოვი ისეთი მთვრალი იყო რომ ძლივს გადმოვიდა მანქანიდან, არც შოკმა უშველა და არც არაფერმა…უცბად იქვე გაჩდნენ ქართველი პოლიციელები და ეტყობა ბრძანება ქონდათ ალყა შემოარტყეს ამ მარინოვს…ეს გარეწარი დგას, არც სინანული, არც არაფერი, ჯიბეებში ხელი, მეორეთი ვიღაცას მობილურით ელაპარაკება… გარშემო ვდგევართ ქართველები, ვერელები, გაოგნენულები….ამ კაცმა ორი ახალგაზრდა კაცი მოკლა ერთ წამში და ერთიც არ გამოხატა რაიმეთი თანაგრძნობა ან სინანული…
არავის თბილისელებისგან ამ გარეწრის მიმართ ხელი არ გაუქნევია, თუმცა იმ პოლიციასაც გადავჯეგავდით, მაგრამ იმდენად არაკაცი და ამაზრზენი იყო, ხელის გასვრაც არ ღირდა მასზე…
პოლიციამ ის გაარიდა იქაურობას, ხოლო მეორე დღეს ეს გარეწარი გაფრინდა საქართველოდან…..არც პასუხისმგებლობა, არც ოჯახებთან ბოდიშის მოხდა, არაფერი…. აბა ქარჸველს ექნა იგივე, ციხეში დაალპობდა ჩვენი საყვარელი სამშობლო….
რატომ გამახსენდა ის საშინელი დღე…
იმიტომ რომ ბოლო 30 წელია ჩვენ თავზე გვიშვება ყველა ვისაც არ ეზარება, დაწყებული ჩვენი მთავრობებიდან. ქართველს თუ ქრთამისთვის 11 წელს მისცემენ, უცხოელმა რომ ბორდელები გახსნას პეროვსკაიაზე ან პლეხანოვზე, ხმის ამომღები არაა ქართული სახელმწიფო. არც მარინოვზე, არც ბორდელებზე, არც უცხოელების მიერ იარაღის ტარებაზე, არც ქართველი გოგოების ტრეფიკინგზე, არც ქართველ მფრინავზე აფრიკაში, და მითუმეტეს ხომ რუსულ ტანკებზე გორთან ხომ ხმის ამოღება კი არა ლამისაა გამბურგერები უტარონ იქეთ. ჩვენ გავხდით პატარა კოლონიალური მესამე ხარისხოვანი ქვეყანა, სადაც ერთი უცხოელი უფრო დიდ პატივშია ვიდრე ასი ქართველი, სადაც ე.წ. თავისუფალმა ეკონომიკამ ( რაც რეალურად ნიშნავს: ქართველო, არა გაქვს ფული? გაიწიე რა გვერდზე, ვისაც აქვს იმისია ქვეყანა, მიწა, შენობა, ვენახი, ბორდელი, რესტორანი! შენ კიდევ იყავი მოსამსახურე, დაგიძახებენ და უცხოელის რესტორანში გახეხავ იატაკებს)….
ჩვენ წლებია თავმოყვარეობის ნიველირება ჩაგვიტარეს. ვიზების გახსნა 90 დღით ისე გაგვეხარდა, როგორც დაჭრილი ირმების ჯოგს წყარო ანკარა. არადა ჩადით და ნახეთ რა ხდება ევროპის ქუჩებში, ისეთი კონტიგენტი დადის რომ აქეთ უნდა გვთხოვდნენ რომ ბევრნი წავიდეთ და იქნებ ცოტა გავანეიტრალით ის ambre ქართველებმა, ევროპული ქალაქების ქუჩებში რომ დგას ჩასულებისგან….
მარში არ მოგწონთ? არც მე მომწონს.
ქვეყანა მარშებით არ უნდა წყვეტდეს საკითხებს. ვინც სპეკულირებს იმით რომ ქართველები ჰომოფობები ვართ, ისაა ან იდიოტი ან ნაძირალა. იმიტომ რომ საქართველო ქვეყანაა სადაც ერთ კვ კმ-ზე იდგა მეჩეთი, სინაგოგა , სულფგეორქი და ქართული ტაძარი და ა რ ა ს დ რ ო ს არ ყოფილა აქ რელიგიური ან რასისტული შეტაკებები. ქართველი ებრაელები რომ ჩადიოდნენ ისრაელში, ყველაზე სუსტები იყვნენ და იცით რატომ – იმიტომ რომ მათ საქართველოში ა რ ა ს დ რ ო ს დევნიდნენ და ამიტომაც ბრძოლა არ უხდებოდათ გადარჩენისათვის. სადაც მე ვცხოვრობ, სოფელი წოდორეთი, აქ ნახევარი მოსახლე აზერბაიჯანელია, ჩვენ ერთად ვცოვრობთ ძმებივით და აბა გაბედოს ვინმემ და ეროვნული ნიშნით შეუტიოს სხვას, ა რ ა ს დ რ ო ს არ ყოფილა აქ ეროვნული ნიშნით დაპირისპირება…მაგრამ სხვაა როდესაც ხალხი ხედავს რომ ფულიანმა ქართველებმა თუ უცხოელებმა წაგვართვეს ყველაფერი, მიწა, ხე, ჰაერი, ცა თუ მომავალი, გაგიჩნდება პროტესტი აბა რა?
იცით რატომ იყო მარშზე 10 ათასი და არა ასი ათასი? იმიტომ რომ ორგანიზატორებიდან გარკვეული ნაწილი არ მოსწონს ხალხს, არ უნდათ მათ გვერდით დგომა. მათ შორის მეც! რომ არა ისინი, ვინც არ მომწონს და სხვა ბევრი ლიდერი ყოლოდა ამ მარშს, ათჯერ მეტი მივიდოდა! იმიტომ რომ აღარ შეუძლია ხალხს ცხოვრება უთამვოყვარეო, გაყიდულ, ბორდელებით სავსე ქვეყანაში სადაც უკვე დიდგორობასაც გვიკრძალავენ, იმ მოგებულ ბრძოლასაც გააუქმებდა ჩვენი მთავრობა ისტორიიდან რომ შეეძლოს ალბათ…..
… მე მტკივა ბორდელები პეროვსკაიაზე, სადაც გავიზარდე და მთელი ბავშვობა გავატარე! გული მიკვდება როდესაც იქ სადაც 17 წლის ბიჭები შეყვარებული დავრბოდით დღეს ჩინური თუ სხვა ბორდელებია, ამის ატანა შეუძლებელია.
და თუკი ქვეყანას, მთავრობას პეროვსკაიაზე ბორდელი ვერ აულაგმია, ის რუსულ ტანკს მიხედავს? ის სამართლიან საარჩევნო სისტემას ან სასამართლოს შექმნის?! გამორიცხულია.
ვისაც პეროვსკაიაზე ბორდელი თავისუფალი აზრის გამოხატვა და დემოკრატია გგონიათ, უტვინოები ხართ…….
ვისაც ჩინელ, თურქ, ირანელ სუტინიორზე რომელიც პატარა გოგოებს ჩემს ქალაქში სარდაფებში მიათრევს ხელის გარტყმა და კბილების დალეწვა ჰომოფობიად მიგაჩნიათ, უტვინოები ხართ…
ჩვენ რომ საზოგადოება, ხალხი, ერი ვიყოთ და არა ერთმანეთზე გადაკიდებული სტატისტიკური მონაცემი, მარშები არ დაგვჭირდებოდა, მთავრობა გვეყოლებოდა ღირსეული, ხალხის ქომაგი, ვერც ბორდელს გაგვიბედავდნენ და ის რუსის ტანკიც ჩაიჩოჩებდა საიდანაც მოეთრა იქეთკენ, იმიტომ რომ მართალს და ვაჟკაცს ყველა ერიდება, მისდაუნებურად……
ძალიან უნდათ პატარა კაცებს და ქალებს საკითხი იწრო შეურაცხყოფის დონეზე დაიყვანონ, მაგრამ პრობლემა ბევრად ფართოა. ის მარინოვი არ მავიწყდება, ზემოდან რომ გვიყურებდა იმ ღამეს მელიქიშვილზე…
ქვეყანას თავმოყვარეობის დაბრუნება სჭირდება, და არა მოგონილ ჰომოფობიასთან ბრძოლა იმათგან, ვისთვისაც ყველა თემა მხოლოდ მაყუთის ნოლებით იზომება.
იქნებ შევეშვათ ამ შიდა ქართულ გაუთავებელ ომს და მივხედოთ ამ ქვეყანას?
როგორ?
1. არ დავუშვათ ჩვენს ქუჩებში ბორდელები.
2. ჯერ შევასრულოთ 1 პუნქტი, შემდეგ გავარგძელოთ.
—————————–
ჩვენი მთავარი მტერია ჩინოვნიკი, იყო და იქნება. რომელიც ჩვენი ხმით ხვდება იმ სკამზე და შემდეგ სულ ფეხებზე კიდია რა გვინდა თუ არა…
თორემ ბორდელებს მარშები კი არა, მთავრობა უნდა ებრძოდეს.
ბორდელებთან ბრძოლა და საერთოდ თავმოყვარეობის შეგრძნება ჰომოფობია არაა, ეს სხვა ფობიაა, ჯანმრთელი, ჩვენ შვილები გვეზრდება და მათ ნუ დავუტოვებთ ქვეყანას, სადაც ყველაფერი მოსულა, სადაც ჯონდომ ბონდო დააორსულა.

ირაკლი ჟვანია 

არქიტექტორი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close