პოლიტიკა

რატიანი: ვეტოა დასადები, რომ უკან გადადგმული ნაბიჯები შევაფერხოთ

„ვეტოა დასადები, რადგან უკან გადადგმული ნაბიჯები შევაფერხოთ“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა  სერგო რატიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, იზრდება ბიუროკრატია და ქალაქების თვითმმართველობის პრინციპი იზღუდება.

„ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია წინა, სადაც ძალიან ბევრ ქალაქში ზუგდიდიდან დაწყებული ახალციხეში  შეიქმნა პრობლემები, მათ უნდათ, რომ  შეცვალონ კონფიგურაცია.  ეს არის მათი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში. ამიტომ ამ მიმართულებით რასაკვირველია არის დასადები ვეტო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევაფერხოთ  უკან გადადგმული ნაბიჯი“,-განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი „თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოზიციას 21 ივლისამდე დააფიქსირებს.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close