News დაიჯესტი

ნანა ლეჟავამ უფლებადამცველს შეურაცხყოფა მიაყენა !

ეს მიმოწერა ჩემსა და ტელეკომპანია ,,იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროს და ,,ქრონიკის” წამყავანს ნანა ლეჟავას შორის შედგა ამა წლის 11 ივნისს. მას შემდეგ, რაც მე ჩემს გვერდზე დავდე პოსტი რომელიც ეხებოდა იმედში გასულ სიუჟეტს ეკლესიაზე. ყოველივე ისე აღაშფოთა ნანა ლეჟავა, რომ მომთხოვა ამ სტატუსის აღება და თან ბოდიშის მოხდაც. ყოველივემ ძალზე გამაკვირვა რადგან ნანა ლეჟავა არც ჩემი მეგობარია და არც ახლობელი რომ ამ ტონალობაში ესაუბრა ჩემთან და თან ბოდიშის მოხდაც მოეთხოვა. უარის მიღების შემდეგ იმავე მიმოწერის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაწყოფაც მომაყენა. საერთოდ არ ვაპირებდი ამ მიმოწერის გასაჯაროვებას, რომ არა ის საშინელი და ქართველი ხალხის შეურაწმყოფელი სიუჟეტი, რომელიც გავიდა 20.00 საათზე საინფორმაციო გადაცემაში და ეხებოდა ქართველთა მარშს. ფაქტიურად იმედმა ყველა ის ადამიანი ვინც ამ მარშში მონაწილეობის მიღებას აპირებს ფაშისტებად გამოგავცახადა. მაშინ, როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა ჩემზე ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარეზე ახდენს ზეწოლას და მეუბნება რა დავწერო და რა არა ჩემს ფეისბუქ გვერდზე, წარმომიდგენია რა დღეში ყავს მას რიგითი თანამშრომლები. ტელეკომპანია ,,იმედი” რომლის დასაცავად სიცოცხლე არ დამიშურებია და ვიდექი იქ მისი დარბევის დროს, გული მწყდება რომ დღეს გადაიქცა ნაცმოძრაობის რუპორად და ქართველი ხალხის დამცირების ინსტრუმენტად ვიღაცეების ხელში. ჩემი აზრით ნანა ლეჟავა არ უნდა მუშაობდეს იმედში, იმ იმედში რომელიც სხვის უფლებებს იცავდა და დღეს სხვის უფლებებს უგულებელყოფს. მოვუწოდებ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გაწმინდეთ ტელევიზია ისეთი ხალხისგან ვინც ცდილობს განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები და ქართველი ხალხი შეურაწყოს .

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close