პოლიტიკა
აპატურაი: ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში ნატო-ს ჩართვა საქართველოსთვის კარგი არ იქნება
- ნახვები573
- ლაიქები0
„ნატო-ს პირდაპირი ჩარევა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში, საქართველოსთვის კარგი არ იქნება“, – ამის შესახებ ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ტელეხიდით ჩართვისას განაცხადა.
აპატურაის თქმით, ნატო-ში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ პროცესის აუცილებელი შემადგენელი MAP-ია.
„რუსეთთან მიმართებაში საქართველოს აქვს თმენის სტრატეგია, საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა და ამის ალტერნატივას ვერც მე ვხედავ”, – აღნიშნა აპატურაიმ.
ინფორმაციას „საზოგადოებრივი“ ავრცელებს.