პოლიტიკა

მაკრონი მარგველაშვილს წერილს უგზავნის – საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას.

წერილის ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს.

“გულითად მადლობას მოგახსენებთ ამა წლის 7 მაისით დათარიღებული წერილისთვის, რომლითაც წარმატება მისურვეთ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ჩემს არჩევასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის.

როგორც თქვენ აღნიშნავთ, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს, რომლებიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რასაც ადასტურებს, თუნდაც, უმაღლესი დონის შეხვედრების სიხშირე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი წლები საშუალებას მოგვცემენ, უფრო გავაღრმაოთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა ყველა სფეროში.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობაში და ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას, მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ.

გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა”, – ნათქვამია ემანულ მაკრონის წერილში.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close