ALL დაიჯესტი

მაკიაჟის 15 საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

1. გადააქციეთ ფანქარი ლაინერად

     
ჩვეულებრივი ფანქარი ვერ ავლებს მკვეთრ ხაზებს? თუ სულ რამდენიმე წამით დაიჭერთ მის წვერს ცეცხლის ალზე, მიიღებთ არაჩვეულებრივ ლაინერს, რომელიც გააველბს სწორ და მკვეთრ ხაზებს. მნიშვნელოვანია, რომ ფანქარს დააცადოთ 15 წამი, რათა გაცივდეს. წინაამღდეგ შემთხვევაში შესაძლოა მიიღოთ კანის დამწვრობა.

2. გახადეთ თვალის ჩრდილები უფრო ნათელი

იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი ჩრდილი გახდეს უფრო ნათელი, ბუნებრივად ჯდებოდეს და არ იღვენთებოდეს, პირველ ეტაპზე ქუთუთოზე წაისვით თეთრი ლაინერი და მხოლოდ შემდეგ წაისვით ჩრდილი.შედეგი გაგაოცებთ.

3. დახატეთ იდეალური, სქელი ისრები

      

     

     
ჯერ წვრილი ლაინერით დახატეთ კონტური — მხოლოდ შემდეგ გააფერადეთ შიგნიდან.

4. დახატეთ ისრები სწრაფად

თუ წინა რჩევა რთულად მოგეჩვენათ, უბრალოდ აიღეთ ჩაის კოვზი, მიიდეთ ქუთუთოზე და მისი დახამარებით დახატეთ ისრები.

5. შექმენით იდეალური Smoky eyes

     
დაიხატეთ ბადე (ხეშტეგი) თვალის კუთხეში, შემდეგ გამოიყენეთ სპონჟი ან აპლიკატორი.

6. წაისვით ტუში  ქუთუთოებზე კვალის დატოვების გარეშე

ამ შემთხვევაშიც ვიღებთ კოვზს, ის დაგვეხმარება რომ დავფაროთ ქუთუთო, და თქვენ უკვე აღარ დაგჭირდებათ თვალების ახლიდან შეღებვა, თუ შემთხვევით ხელი არასწორად გაგიტოკდებათ.

7. გაახანგრძლივეთ ტუშის სიცოცხლე

ბუნებრივი ცრემლის ერთი წვეთი, ან ნებისმიერი თვალის წვეთი, გახდის ტუშს ახალივით და ის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგემსახურებათ.

8. იდეალურად აიპრიხეთ წამწამები

თუ თქვენ წამწამებს სპეციალური მოწყობილობი იპრეხავთ, გამოყენებამდე გააცხელეთ ის ფენით, ამით წამწამები უკეთესად აიპრიხება და ეფექტი დიდი ხნით შეგინარჩუნდებათ.

9. გახადეთ წამწამები ფაფუკი

თუ ტუშის წასმამდე, წამწამების ძირებში წაისვავთ პუდრას, თქვენ მიიღებთ ფაფუკ და იდეალურად გადაყოფილ წამწამებს.

10. მყარად დაიწებეთ წამწამები

თუ თქვენ აპირებთ დასაწებებელი წამწამების გამოყენებას, წებო წაუსვით ჩვეულებრივი თმის სამაგრით, ეს მეთოდი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ბამბის ან ასანთის ჩხირებით წასმა.

11. შეინარჩუნეთ ტუჩსაცხი დიდხანს

მას შემდეგ რაც წაისმევთ ტუჩსაცხს, მიიდეთ ტუჩებზე თხელი ხელსახოცი და მეორე მხრიდან, ხელსახოცის დატანებით აპლიკატორით წაისვით პუდრა.ამის შემდეგ ტუჩსაცხი დიდი ხანი არ გადაგივათ.

12. შექმენით საკუთარი მბზინავი ტუჩსაცხი

          
ჩვეულებრივი ვაზელინი + ფხვიერი თვალის ჩრდილები = თქვენ ექსკლუზიურ, პერსონალურ მბზინავ ტუჩსაცხს.

13. გახადეთ ტუჩები სექსუალური

ზედა ტუჩის შუაში, ფანქრით დაიხატეთ ჯვარი, შემდეგ წაისვით ტუჩსაცხი. ზედა ტუჩის ჩავარდნილი ნაწილი გახდება მეტად შესამჩნევი, თვითონ ტუჩები კი მოცულობითი.

14. შენიღბეთ თვალქვეშა უპეები

მარტივი და ეფექტური: წაისვით კონსილერი სამკუთხედად ქვედა ქუთუთოდან ლოყის ცენტრისკენ.

15. წაისვით ფერუმარილი სწორად

ჩვეულებრივი ფანქრის ერთი მხარე მიიდეთ ყურის ზედა ნაწილთან, მეორე კი ღაწვის ყველაზე გამოწეულ ადგილზე. ეს სწორედ ის ხაზია რომელზეც უნდა წავისვათ ფერუმარილი.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close