კატეგორიის გარეშე
პირველადი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ასამდე ოჯახი დაზარალდა
- ნახვები513
- ლაიქები0
ჯემალ ღამბაშიძე
პირველადი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ასამდე ოჯახი დაზარალდა. ამის შესახებ „ჯეო დაიჯესტს“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
„სტიქიით მიყენებული ზარალის მოცულობის დადგენის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას. პირველადი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაზარალდა ასამდე ოჯახი.
უხვი ნალექის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ჩამოირეცხა შიდა სასოფლო გზები, ხოლო ზუგდიდი-თბილისის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
ხობის მუნიციპალიტეტში არ წვიმს და მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება“,-აცხადებენ გამგეობაში.