News დაიჯესტი

მარტვილში ადიდებულმა მდინარემ 65 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე აბაშამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავდა, რა დროსაც იგი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close