POSTS დაიჯესტი

“რატომ არ ყავს ქვეყანას თუნდაც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, ბეწვზე რომ გადარჩნენ ?!”-ირაკლი ჟვანია

რატომ არ ყავს ქვეყანას თუნდაც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, ბეწვზე რომ გადარჩნენ დღეს ეს ადამიანები დაღუპვას?

ვის გაუგონია 21 საუკუნეში სამგზავრო ვერტმფრენი წყალზე ჯდებოდეს და ასე ხდებოდეს ესეთი ოპერაციები?….დღეს ეკიპაჟიც და ის ორი კაციც თუ ქვეყანაც ღმერთმა დაიფარა ტრაგედიისგან. ამიტომ ხელისუფლებაზე ოსანას ძახილს სჯობს მოვთხოვოთ – აზრზე მოდით! ქვეყანაში ვერტმფრენები ადიდებულ მდინარეებზე არ უნდა ჯდებოდნენ, ამისთვის სხვა ხერხები არსებობს.

ძალიან მაგარი ხალხი, მფრინავები! მაგრამ მაგათი თავგანწირვის ხარჯზე როდემდე უნდა იყოს ქვეყანა?….. ერთი სპეც ვერტმფრენი რითი ვერ იყიდეს ამ ჯიპებით რომ დაგრიალებენ აქეთ-იქეთ?…. 13 ივნისს სტიქიის დროს ჩვენი მეზობელი ( ჩვენი სახლი პირველი წაიღო ვერემ) ივლიტა სწორედ იმიყომ დაიღუპა რომ არ არსებობდა ასეთი ვერტმფრენი……

1. არც სამგზავრო და არც სამაშველო ვერტმფრენის წყალთან ასე ახლოს დაშვება არ შეიძლება აშკარად დიდი რისკია გაწეული თუმცა ამ შეთხვევაში გაუმართლად.
2. როდესაც რისკს ეხება საქმე სამაშველო ეკიპაჟს დისკრეციული უფლებამოსილება ენიჭებათ მოქედების, თუმცა ყოველთვის არსებობს წითელი ხაზები რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება. ვერტმფრენში მსხდომი პილოტი და უშუალოდ მაშველი თანხმდებიან რისკის სიდიდიეზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებენ მოქმედებას თუ მათი აზრით უფრო დიდი შანსია ადამიანების გადარჩენის ვიდრე ამ ყველაფრის კატასტროფით დამთავრების. ყველაზე დიდი ტვირთი თვითონ მაშველს ედება ვინ წყალში უნდა ჩავიდეს ის ითხოვს ჩაშვებას და პილოტი უდასტურებს. არც სამეთაურო შტაბი და არც ვინმე სხვა ზემდგომი პირი არ უნდა ერეოდეს ეკიპაჟის დისკრეციაში.
3. სამწუხაროდ მე არ მინახავს ეგეთი ვერთმფრენი ჩვენ ქვეყანაში მოქმედებაში და არც არსებობა გამიგია.
4. ნამდვილად უნდა იყოს სულ ცოტა ერთი მაინც. – ამას წერს ჩემი სანდრო წერეთელი, რომელიც არის აშშ სანაპირო დაცვის სამაშველო აკადემიის კურსანტი. პროფესიონალია და ამ საქმის მომავალი გენერალი.

ერთი წამით არ ვაკნინებ ამ გმირი ადამიანების საქციელს, როცა მათ გადაარჩინეს განსაცდელში მყოფნი.
ამასთან ერთად ჩემი აზრით ამ ოპერაციამ გამოაჩინა შსს სრული მოუმზადებლობა ასეთი სიტუაციების დროს: როგორ შეიძლება ამ დროს ვერტმფრენის წყალთან ასე დაშვება? სტიქიის ერთი შეხება, ამოტრიალდებოდა ვერტმფრენი და შეიწირავდა იქ ყველას.
ასეთი სამაშველო ოპერაციები აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ვერტმფრენით კ ა ლ ა თ ი ს გამოყენებოთ, რომ რისკი იქნას მინიმუმამდე დაყვანილი.
ასე რომ ერთის მხრივ გვაქვს სახეზე ერთის მხრივ ერთეულების გმირობა ( რაზედაც დგას ყოველთვის ეს ქვეყანა), და მეორეს მხრივ სახელმწიფოს, შსს, სამაშველო სამსახურის სრული მოუმზადებლობა თანამწდროვე მეთოდებით ებრძოლოს სტიქიურ მოვლენებს.

ირაკლი ჟვანია

არქიტექტორი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close