ALL დაიჯესტი

ამერიკელ ხალხს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის

ამერიკელ ხალხს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის.

ბატონო ელჩო,

მსურს პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’-ს სახელით ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკელ ხალხთან სტრატეგიულ პარტნიორობას და კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებათა სისტემა და ინტერესები.

მსურს გითხრათ, რომ ქართველი ხალხი იცნობს ამერიკის ისტორიას და ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვაფასებთ თქვენს პოლიტიკას მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად, ასევე უკომპრომისო ბრძოლას ანტიდემოკრატიული პროცესების, ტერორიზმის და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ.

ჩვენთვის, ძალიან ძვირფასია, ამერიკელი ხალხის და მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე და მადლიერებას გამოვხატავთ ქართული დემოკრატიის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შეუფასებელია ამერიკის კონგრესის და პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტრამპის უპრეცედენტო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ იქნა გამოხატული ამერიკის სახელმწიფოს ურყევი და განუხრელი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ნაწილში, რომელიც ქართველი ხალხის უზენაეს მიზანს წარმოადგენს.

გვჯერა, ქართველი და ამერიკელი ხალხის დიპლომატიური ურთიერთობა და ჩვენ სახელმწიფოებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, კიდევ უფრო გამყარდება და ერთიანი ძალისხმევით ვიზრუნებთ რეგიონში უსაფრთხოების და კეთილდღეობის გაღრმავებისთვის.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

წყარო


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close