News დაიჯესტი
ჰილარი კლინტონი: ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი აუცილებლად დადგება, ის რიჩარდ ნიქსონის ბედს გაიზიარებს

- ნახვები614
- ლაიქები0

როგორც კლინტონმა უელსის კოლეჯში სტუდენტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ბედს გაიზიარებს.
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ძირითადად დონალდ ტრამპის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრა.
მან ასევე, ტრამპის ჯანდაცვის და ეკონომიკის პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ჩვენ ყველანი გაბრაზებულები ვართ ადამიანზე, რომელმაც არჩევნებში არაკეთილსინდისიერად გაიმარჯვა, ვის მიმართაც სამართალდამცველებს არაერთი კითხვა აქვთ და რომელიც საკუთარ პრეზიდენტობას ვადის ამოწურვამდე იმპიჩმენტით დაასრულებს”, – აღნიშნა კლინტონმა.